მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოსკოვი ვაშინგტონს სთხოვს, რომ ამერიკულმა მხარემ უზრუნველყოს რუსული დელეგაციის შეუფერხებელი დაშვება ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა ტელეკომპანია Russia-24-ს განუცხადა.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვსურს სერგეი ვიქტოროვიჩ ლავროვის ხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ შეგვიქმნა სირთულეები სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაეროს ხაზით.

საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით, შეასრულონ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინა და დაუყოვნებლივ გასცენ ვიზები მინისტრისთვის და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრისთვის“, - განაცხადა ანტონოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, შურს ვიძიებთ, არ ვაპატიებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის დაბომბვაზე