მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუდმივი შეტევები და დაბომბვა“ - გენშტაბის ცნობით, ყველაზე ცხელი წერტილები ახლა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია

ტანკი

ფრონტზე, ყოველ კვირას, ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას. ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებები, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება

გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით მოწინააღმდეგის 58 შეტევა მოიგერიეს.

„ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას დიბროვას სამხრეთით, გზად ბომბავენ ფრონტის ამ ნაწილზე დასახლებულ ტერიტორიებს.

ბახმუტის მიმართულებით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის მოპოვების მცდელობებს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მტერმა წარუმატებლად შეუტია ბოგდანოვკას და ხრომოვოს დასახლებებს - უკრაინელებმა იქ 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

დონეცკში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვის მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მტრის 20-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

შახტარსკის მიმართულებით, ისევე როგორც ზაპოროჟიესა და ხარკოვის რაიონებში, ბოლო დღის განმავლობაში ოკუპანტის შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ გენშტაბში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა - CNN

🔴 ევროპამ არ უნდა დაიცვას აშშ-ის ან ჩინეთის პოლიტიკა ტაივანთან მიმართებით - მაკრონი

🔴 რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს ზეწოლა, აიძულოს უკრაინა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს - ISW

🔴 რუსეთი რელიგიას იარაღად იყენებს - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

🔴 მარსელში კორპუსის ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა