მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნატოს ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული ბატალიონების მოქმედებებს პირდაპირ ადგილზე“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატოს ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული ბატალიონების მოქმედებებს ადგილზე.

„როგორც ჩანს, ნატოს ინსტრუქტორები უკვე ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული ბატალიონების მოქმედებებს პირდაპირ ადგილზე. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირში არავის უსაყვედურა გერმანიის საჰაერო ძალების სარდლისთვის [ინგო] გერჰარცისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა მოემზადონ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის და დასძინა: „პუტინო, ნუ ეცდები კონკურენცია გაგვიწიო“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროპის დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ ისტორიაში გერმანიის როლს ივიწყებს.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინელები „სისხლზე“ დრამას დგამენ.

„ბრძოლის ველზე დამარცხებული უკრაინის რეჟიმი და მისი დასავლელი მფარველები არ ერიდებიან „სისხლზე“ დრამატიზაციის დადგმას, რათა ჩვენი ქვეყნის დემონიზაცია მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებაში“, - დასძინა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „არცერთი სანქცია არ მოიხსნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობის შემთხვევაში“ - ოლაფ შოლცი

👉 ლავროვი: უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია