მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი: უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის „გეოპოლიტიკური გამბიტის“ ნაწილია. 

მისივე თქმით, აღნიშნული „სპექტაკლის“ მთავარი პროდიუსერი შეერთებული შტატებია. 

„უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია.

ისინი არეკლამებენ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ ევროპულ პოლიტიკურ თანამეგობრობას, სადაც არ იქნება განსაკუთრებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ იქნება ევროკავშირის ანტირუსული ქმედებებზე სრული სოლიდარობის მოთხოვნები.

რა საზოგადოებაა ევროკავშირი, ეს თავად მაკრონმა განმარტა: ევროკავშირი მიიწვევს ყველა ევროპულ ქვეყანას მასში შესასვლელად, მაგრამ არა რუსეთს. ჩვენ არ გვჭირდება იქ შესვლა, მაგრამ თავად ეს განცხადება ამჟღავნებს ამ მიზანმიმართულად კონფრონტაციული წამოწყების არსს. 

შეერთებული შტატები, როგორც ამ სპექტაკლების მთავარი პროდიუსერი, გასცემს ბრძანებებს, რომლის საფუძველზეც ევროპაში ანტირუსული სცენარი იწერება.

მსახიობები მზად არიან, „კვარტალ 95“-ში შეძენილი უნარ-ჩვევები აქვთ. გაიხსენეთ რა დამაჯერებლად ითამაშა უკრაინის პრეზიდენტის როლი ვოლოდიმირ ზელენსკიმ [სერიალ] „ხალხის მსახურში“, - განაცხადა ლავროვმა.