მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას და მას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა

უკრაინა და ნატო

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს ცხრა ქვეყნის პრეზიდენტმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია და მოუწოდეს ნატოს, მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს რვა ქვეყნის პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა კიევში სრულმასშტაბიანი ომის დროს და „საკუთარი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის“, - აღნიშნავენ ისინი.

ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების პრეზიდენტებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ალიანსში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსული შემოჭრისგან თავის დაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ალიანსის ყველა წევრს, მნიშვნელოვნად გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელი მოაწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა, ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიცმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ, მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე კედლის აღმართვა დაასრულა

👉 „პუტინს მინიმუმ 3 ორეული ჰყავს“ - კირილ ბუდანოვი

👉 „პუტინის თანამდებობიდან გადაყენებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს“ - კირილ ბუდანოვი

👉 რუსეთმა გაეროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საბჭოში ადგილი დაკარგა

👉 გერმანიის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტისას საჰაერო განგაში ჩაირთო, რის გამოც ის ბუნკერში გადაიყვანეს