მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტისას საჰაერო განგაში ჩაირთო, რის გამოც ის ბუნკერში გადაიყვანეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი სამხრეთ უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ რეზნიკოვი ტვიტერზე წერს.

„ვუმასპინძლე ჩემს გერმანელ კოლეგას ქრისტინ ლამბრეხტს სამხრეთში უკრაინაში. მინისტრმა მოიტანა კარგი ამბები და მეტი ინსტრუმენტი უკრაინის არმიის გასაძლიერებლად. ჩვენ გვქონდა დისკუსია მიმდინარე გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაზე. მინისტრი სიამოვნებით ესაუბრა ჩვენს ჯარისკაცებს და ნახა გეპარდის სისტემა საბრძოლო მორიგეობაზე“, - წერს რეზნიკოვი.

როგორც Reuters იტყობინება, ლამბრეხტის ოდესაში ვიზიტის დროს გაისმა საჰაერო განგაშის ხმა, რის გამოც უკრაინისა და გერმანიის მინისტრებმა მოლაპარაკებები მიწისქვეშა ბუნკერში გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მაშინ რომ მცოდნოდა, რამდენი ღალატი იყო მის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის საქართველოში წასვლას“ - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

👉 ბოლო დღეებში რუსეთში ღილაკიანი მობილურების გაყიდვები გაიზარდა

👉 რუსები კრივოი-როგს ირანული კამიკაძე დრონით დაესხნენ თავს

👉 პატიმრების გაცვლა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, მიუხედავად „ეფესბეს“ წინააღმდეგობისა, რომელსაც რუსეთში საზოგადოების პროტესტის ეშინოდა - Washington Post

👉 პუტინს უფრო მეტად სურს უკრაინის სამხრეთის ოკუპირება, ვიდრე ლუგანსკის რეგიონი - ISW