მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები“ - ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები.

„როცა ომი დაიწყო, მქონდა კამათი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს] საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები.

ასევე სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ისინი მხოლოდ იცდიან. დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩვენი იმედი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი დაიტაცებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა“, - განაცხადა დანილოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

👉 „რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დღესვე მასშტაბური მიტინგი მოაწყონ და მერე რუსეთის ხელისუფლებამ თქვას, რომ ისინი უნდა დაიცავს, ამას ჰქვია დივერსანტები“ - ლევან ხაბეიშვილი

👉 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას „ერთსქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა

👉 ვილი პაჭკორია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შარლ მიშელსა და რობერტა მეცოლას მიმართავს

👉 „ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა და ალბათ, უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის“ - გიული ალასანია