მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას“ - ენტონი ბლინკენი

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

შეერთებული შტატების მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვა მკაცრად დაგმო. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის მიერ შეთანხმების ერთგულებას და ძირს უთხრის, გაეროს, უკრაინის და თურქეთის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პორტ ოდესაზე. შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების დასრულებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები ისტორიულ პორტზე თავდასხმით, საიდანაც მარცვლეულისა და სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის ტრანსპორტირება მოხდება ამ შეთანხმების ფარგლებში.

ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულების საიმედოობას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე, უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და სრულად განახორციელოს შეთანხმება, რომელზედაც დათანხმდა“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „შესაძლებელია, ლავროვმა ეს კომენტარი გააკეთა იმისთვის, რომ გზა გაეხსნა რეფერენდუმებისთვის ლუგანსკის და დონეცკის მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - ბრიტანული დაზვერვა