მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია, ლავროვმა ეს კომენტარი გააკეთა იმისთვის, რომ გზა გაეხსნა რეფერენდუმებისთვის ლუგანსკის და დონეცკის მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსების შეტევითი მოქმედებები ბახმუტის მიმართულებით არის „მცირემასშტაბიანი“, მათი პროგრესი „მინიმალურია“. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინის მიწების „გათავისუფლების“ და „გეოგრაფიის გაფართოების“ შესახებ.

„ლავროვმა განაცხადა, რომ ოპერაცია მოიცავს ახალ დამატებით ტერიტორიებს, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას უფრო დიდი მოქმედების იარაღს მიაწოდებენ.

ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. რუსეთი არ „გაფართოვდა“ ამ ომში. ამ ტერიტორიებზე გრძელვადიანი კონტროლის შენარჩუნება უდავოდ იყო შეჭრის თავდაპირველი მიზანი.

რუსეთი ამ ტერიტორიებზე თებერვალში შეიჭრა და საოკუპაციო ხელისუფლება საჯაროდ განიხილავს ლეგალური დამოუკიდებელი რეფერენდუმის პერსპექტივებს მინიმუმ მარტის შუა რიცხვებიდან.

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ლავროვმა კომენტარი გააკეთა იმისთვის, რომ გზა გაეხსნა რეფერენდუმებისთვის ლუგანსკის და დონეცკის მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - წერს ბრიტანული დაზვერვა.

მანამდე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების გამო, შეიცვალა რუსული ჯარების სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები - ახლა ეს არ არის მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას“ - ენტონი ბლინკენი