მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტები დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდებიან - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ოკუპანტები დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდებიან

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი შეეცდება უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში.

„როგორც ჩანს, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობაზე, რომლებიც უშუალოდ მდებარეობენ ქვეყნის აღმოსავლეთით სეპარატისტული რეგიონების მოპირდაპირედ, რათა წინ წავიდნენ ჩრდილოეთით ხარკოვისა და სამხრეთით მარიუპოლისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავდროულად, აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში მტრის პოზიციები ძირითადად ადგილზე რჩება და  უკრაინელები კონტრშეტევებით აფერხებენ რუსეთის მცდელობებს, მოახდინონ ძალების რეორგანიზაცია.

დონეცკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს გადაჯგუფებას და დამრტყმელი ჯგუფების შექმნას, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები და  მიაღწიონ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაგვეხმარება“ - დანილოვი

👉 🎥„როდესაც იდიოტები ომობენ“ - პოპასნაში რუსმა ოკუპანტებმა ნაღმსატყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს

👉 განადგურებულია 16 600-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 664 ჯავშანტექნიკა, 582 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

👉 რუსეთი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სადავო კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

👉 „მთიანი ყარაბაღი არ არსებობს, ეს აზერბაიჯანია“ - აზერბაიჯანული მხარე რუსეთს პასუხობს