მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სადავო კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სადავო კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთის ფედერაცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ოფიციალური ტოკიოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, სადავო კუნძულებზე სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ოთხი კუნძული, რომელსაც რუსეთი კურილის კუნძულს უწოდებს, ხოლო იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს, ორ ქვეყანას შორის უკვე 70 წელზე მეტია დავის საგნად რჩება. 

სწორედ ამ საკითხის გამო მოსკოვსა და ტოკიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერიათ. 

მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ ტოვებს მოლაპარაკებებს იაპონიასთან. რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, რომ სადავო კუნძულებზე 3000-ზე მეტი რუსი სამხედროს ჩართულობით წვრთნებს ჩაატარებს. 

იაპონიამ სამშვიდობო მოლაპარაკებიდან გასვლისა და კუნძულებთან დაკავშირებით ეკონომიკური პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში გზა გადაკეტეს და დაჭრილ ბავშვებს არ ატარებენ - უკრაინული მხარე

📢 პუტინი 1-ლი აპრილიდან გამოძახებულ წვევამდელებს უკრაინაში საომრად გაგზავნის - ალექსეი არესტოვიჩი

📢 რუსმა ოკუპანტებმა ცნობილი უკრაინელი მომღერალი დაჭრეს

📢 მარიუპოლში ვითარება უკიდურესად მძიმეა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება - აზოვის პოლკის მეთაური

📢 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

📢 მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია... ალბათ, პრეზიდენტმა არ იცის და შესაძლოა, ჰგონია აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს - მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

📢  რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს აგზავნის - „ნოვაია გაზეტა“

📢 სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა - ანტონ გერაშჩენკო

📢 განადგურებულია 170 ოკუპანტი, 8 ტანკი და 17 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი

📢 კიევში ოკუპანტების დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ

📢 ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან