მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტები ორ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისთვის ემზადებიან - „ომის შესწავლის ინსტიტუტი“

ომი უკრაინაში

„რუსეთის საოკუპაციო ჯარები აძლიერებენ პოზიციებს ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის მოლოდინში არიან,“ - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ანექსიის პირობების შექმნას და მათზე ადმინისტრაციული კონტროლის გაფართოებას.

ომის შემსწავლელ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსული ძალები მიიწევენ ბახმუტის მიმართულებით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულ კონტროლს შეძლებენ. 

რუსეთის ჯარებმა ასევე განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ხარკოვის ჩრდილოეთით, სევერსკის აღმოსავლეთით და ბახმუტის აღმოსავლეთით.

ISW აღნიშნავს, რომ რუსული არმია აგრძელებს სამხედრო ტექნიკის გაყვანას ომსკის საწყობებიდან. სამხედროებს პრობლემები შეექმნათ დაზიანებული საბრძოლო მანქანების შეკეთებისას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის დადასტურებული რაოდენობა გამოაცხადა

👉 რუსმა აგრესორებმა ხარკოვი კვლავ დაბომბეს - უკრაინული მხარე

👉 ქალაქმა 07:00 საათზე მუსიკის ფონზე უნდა გაიღვიძოს - ერევნის მერი

👉 ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში გახდა შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის - გენერალი მარკ მილი