უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. „სახელმწიფო“ დაწესებულებების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს.
„დამპყრობლები აძლიერებენ ფილტრაციის ზომებს ხერსონის რაიონში და დაიწყეს ე.წ. „სახელმწიფო“ დაწესებულებების ევაკუაციის პროცესი.
არსებული ინფორმაციით, ბანკებისა და საპენსიო ფონდის თანამშრომლები ხერსონიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავთ, ასევე გადააქვთ ქონება“, - წერს გენშტაბი.
გენერალური შტაბი ასევე იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, ეს გამოწვეულია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების არარსებობით.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ბელორუსში საზღვრების დასაცავად 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება - ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო
👉 „აშშ არ მოითმენს რუსეთის ბირთვულ თავდასხმებს რაიმე ფორმით“ - ჯეიკ სალივანი
👉 უკრაინამ იგორ გირკინის დაკავებისთვის 100 000$-იანი ჯილდო დააწესა - უკრაინის დაზვერვა
👉 „დროა, უკრაინამ სამხედრო დახმარება მიიღოს“ - ისრაელის დიასპორის მინისტრი