მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთი სანქციების ხაფანგში გაება - The Hill

ჯო ბაიდენი, ვლადიმერ პუტინი

აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთის უპრეცედენტო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შედარებულია მასობრივი განადგურების ეკონომიკურ იარაღთან, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. სინამდვილეში, სანქციები ორთავიან ბასრ მახვილს ჰგავს - ისინი ტკივილს აყენებენ რუსეთს, მაგრამ, ასევე, აკისრებენ ხარჯებს მათ დამწესებლებს. ამის შესახებ გამოცემა The Hill წერს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დასავლეთი, ფაქტობრივად, ხაფანგშია მოხვედრილი.

„სანქციები და გაღრმავებული კონფლიქტი, რაც ხელს უწყობს საქონლისა და ენერგეტიკული გლობალური ფასების ამაღლებას, მოსკოვისთვის უფრო მაღალ შემოსავლად იქცევა, მიუხედავად მისი ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებისა. ხოლო, მაღალი საერთაშორისო ფასები, ინფლაციის გაღვივებით, ნიშნავს პოლიტიკურ პრობლემებს მათთვის, ვინც სანქციების უკან დგას“, - წერს გამოცემა.

The Hill, ასევე, წერს, რომ მიუხედავად სანქციებისა, რუსული რუბლი გამყარდა.

„უკრაინის ომის პირველ ორ თვეში, ვინც სანქციები დააწესა, დაეხმარა რუსეთს წიაღისეული საწვავის მიყიდვით მიღებული შემოსავალი თითქმის გაეორმაგებინა და 62 მილიარდ ევრომდე მიეღწია“, - წერს The Hill.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„ლავროვის განცხადება უპატიებელია“ - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

⭕ „უკრაინა გერმანიას არაფრად აგდებს“ - რუსული მედია

⭕ 🎥 უკრაინელებმა ზმეინის კუნძულთან ორი რუსული ნავი გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი

 რა არის ზარინი?

⭕ „აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი