მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის წელს დასრულება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა.

მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენა აქვს.

„ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება. ვისაც შეუძლია შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელების შესახებ, იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი თქმით, მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

„უნდა გაიგოს, რომ ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, მოლაპარაკებებზე წავიდეს - ISW

👉 უკრაინელებს გარკვეული ტერიტორიის დაბრუნება, შესაძლოა, დიპლომატიის დახმარებით მოუწიოთ - ბლინკენი

👉 სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩევლების 47.4 პროცენტი უჭერს მხარს

👉 რუსული არმიის საუკეთესო ნაწილები ნადგურდება, გაზაფხულზე უკრაინა გადავა ძლიერ კონტრშეტევაზე - ზალუჟნის მრჩეველი