მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებს გარკვეული ტერიტორიის დაბრუნება, შესაძლოა, დიპლომატიის დახმარებით მოუწიოთ - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

უკრაინელებს, შესაძლოა, გარკვეული ტერიტორიის დაბრუნება დიპლომატიის დახმარებით მოუწიოთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა, შესაძლოა, დაიბრუნონ საკუთარი ქვეყნის ყველა საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია.

„ვფიქრობ, უკრაინაში იქნება ტერიტორია, რომლისთვისაც უკრაინელებს გადაწყვეტილი აქვთ ომი ბრძოლის ველზე. შეიძლება იყოს ტერიტორია, რომელზედაც გადაწყვეტენ, რომ სხვა გზით უნდა ეცადონ მის დაბრუნებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს უკრაინის გადაწყვეტილებები იმის შესახებ, როგორ უნდათ დაინახონ თავიანთი მომავალი და როგორ უკავშირდება ის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩევლების 47.4 პროცენტი უჭერს მხარს

👉 რუსული არმიის საუკეთესო ნაწილები ნადგურდება, გაზაფხულზე უკრაინა გადავა ძლიერ კონტრშეტევაზე - ზალუჟნის მრჩეველი

👉 სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ახალი ესკალაცია არ იქნება - ნიკოლ ფაშინიანი

👉 თუ რუსეთს არ სურს ტანკების მწყობრიდან გამოყვანა, შეუძლია, უკრაინიდან გაიყვანოს მებრძოლები - კირბი პუტინის მუქარაზე

👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი