მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატიმრების გაცვლა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, მიუხედავად „ეფესბეს“ წინააღმდეგობისა, რომელსაც რუსეთში საზოგადოების პროტესტის ეშინოდა - Washington Post

ვიქტორ მედვედჩუკი, ვლადიმერ პუტინი

პატიმრების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის სექტემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, მიუხედავად „ეფესბეს“ წინააღმდეგობისა, რომელსაც რუსეთში საზოგადოების პროტესტის ეშინოდა. ამის შესახებ Washington Post-ი უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები შეაშფოთა ფაქტმა, რომ გაცვლის შედეგად ოთხჯერ მეტი უკრაინელი გათავისუფლდა, ვიდრე რუსები.

თითქმის 300 ადამიანის გაცვლა შედგა, რომელიც მოიცავდა 215 უკრაინელის, 55 რუსის, ვიქტორ მედვედჩუკისა და 10 უცხო ქვეყნის მოქალაქის გათავისუფლებას, მათ შორის ორი ამერიკელის.

„ეფესბე“ სრულიად წინააღმდეგი იყო. მათ ესმოდათ, თუ როგორი იქნებოდა ეს გარიგება საზოგადოებისთვის“, - თქვა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.

შეთანხმების პირობების თანახმად, რუსეთმა გაათავისუფლა ხუთი მეთაური, რომლებიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდნენ. მათ არ შეუძლიათ ომის დასრულებამდე თურქეთის დატოვება, მაგრამ ისინი არ არიან ციხეში და თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინს უფრო მეტად სურს უკრაინის სამხრეთის ოკუპირება, ვიდრე ლუგანსკის რეგიონი - ISW