სავარაუდოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო დაინტერესებულია საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებით ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, ვიდრე რუსების პოზიციის გაძლიერებით ლუგანსკის რეგიონში. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.
„ლიმანთან დამარცხება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამცირებს ლუგანსკის რეგიონის დაცვის პრიორიტეტს სამხრეთ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დაკავების მიზნით“, - წერს ინსტიტუტი.
ISW-ის ცნობით, უკრაინული და რუსული წყაროები თანმიმდევრულად მიუთითებენ, რომ რუსეთის ჯარებმა განაგრძეს რუსული პოზიციების გაძლიერება ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, მიუხედავად ხარკოვ-იზიუმის ფრონტის ბოლო დაშლისა და ლიმანში რუსული ძალების ალყაში მოქცევისა.
როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, გადაწყვეტილება, არ გააძლიეროს დაუცველი ფრონტის ხაზები კუპიანსკში ან ლიმანში, ,რა თქმა უნდა, მიიღო პუტინმა და არა სამხედრო სარდლობამ და აჩვენებს, რომ პუტინი უფრო მეტად ზრუნავს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ვიდრე ლუგანსკის რეგიონზე.
ISW დასძენს, რომ კრიტიკისა და ბრძოლის ველზე დამარცხების გამო კრემლი შესაძლოა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ცვლილებებისთვის ემზადება.
ასევე დაგაინტერესებთ: