მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პელოსის ტაივანში ვიზიტის წინ, ორი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა - ჩინური მედია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მოსალოდნელი ვიზიტის ფონზე, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ორი აქტიური ავიამზიდი ზღვაში გავიდა, - ამის შესახებ ჩინური მედია იუწყება. 

ჩინური მედიის ინფორმაციის თანახმად, ავიამზიდებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს ცინგდაოს და სანიას პორტები. ამ დროისთვის უცნობია ავიამზიდები ტაივანის სრუტის ზონისკენ მიემართებიან თუ სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

პარალელურად, აშშ-ის საზღვაო ძალების ჯგუფი ამჟამად ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთით წყლებში არის განლაგებული. 

ცნობისთვის აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი. 

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW