მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება

ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ბირთვული იარაღის რაოდენობა ჩვენს მარაგში ახლა თითქმის 90 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე იყო 1967 წელს.

„რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია და ის დაკავებულია ბირთვული იარაღის უგუნური და საშიში ჟღარუნით, ხოლო მისი პრეზიდენტი უკრაინის თავდაცვის მხარდამჭერებს აფრთხილებს, ვციტირებ - „შედეგების შესახებ, რომლებიც თქვენ არ გინახავთ მთელი ისტორიის განმავლობაში“.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და ის ასევე ეწინააღმდეგება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელთა დაცვისკენ ჩვენ ყველა მივისწრაფვით.

თუმცა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რის გამოც ჩვენ შევიკრიბეთ ამ კონფერენციაზე, ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება გარანტიებს, რომლებიც მან უკრაინას 1994 წელს მისცა ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმით და რომლებიც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას ჰქონოდა ნდობა, უარი ეთქვა ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რომელიც მის ტერიტორიაზე დარჩა.

რა გზავნილია ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მსოფლიოში, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს, რომ მას სჭირდება ბირთვული იარაღი დაცვისთვის, თავდაცვისთვის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგრესიის მოგერიებისთვის? ეს ყველაზე ცუდი გზავნილია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი აშშ-სთვის, ირანისა და მთელი მსოფლიოსთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️ უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW

✔️ უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა - თურქული მედია

✔️ შოლცი - უკრაინა იღებს იარაღს, რომელიც გერმანულ ჯარსაც კი არ აქვს