მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს - უკრაინელი გენერალი

ვლადიმერ პუტინი

უკრაინელი გენერლის მიკოლა მალომუჟის განცხადებით, პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს.

„რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა, ამზადებს მიწისქვეშა ქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთით ბირთვული ომის შემთხვევაში. ამაზე ირიბად მოწმობს 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები. კავშირის დროს არსებობდა მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები, სადაც რამდენიმე თვე შეგეძლო ოფლაინში ცხოვრება“, - ამის შესახებ Obozrevatel-თან ინტერვიუში არმიის გენერალმა მიკოლა მალომუჟმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა დააჭიროს „ბირთვულ ღილაკს“, თუმცა, მან ისიც იცის, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის დეტონატორი. 

მალომუჟის განცხადებით, ბუნკერი, რომელშიც შესაძლოა, პუტინი დაიმალოს, არის მიწისქვეშა, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე. იქ არსებობს ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები სხვა რეგიონებთან. ასევე, შესაძლებელია ელექტრომომარაგება გარე წყაროებისგან და ჰაერის გაწმენდა. მალომუჟის თქმით, ასეთ ბუნკერში 1 წლის განმავლობაშია ცხოვრება შესაძლებელი.

მანამდე, სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის ინსტიტუტის დირექტორმა ილია ნესხოდოვსკიმ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პუტინს ფიზიკური ლიკვიდაციის ეშინია, რის გამოც კრემლში დიდი ხანია არ ყოფილა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის სპეციალურ დაცულ ბუნკერში გადავიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

👉 უკრაინელმა სამხედროებმა რუსი მედესანტეების რაზმი გაანადგურეს

👉 რა იყო რუსეთის სამხედრო შეცდომები?

👉 ერდოღანმა ჩამოთვალა მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც პუტინი უკრაინისგან მოითხოვს

👉 პუტინი: დასავლეთის სანქციები არამარტო პრობლემებს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც გვიქმნის

👉 რუსეთში ხარკოვზე თავდასხმის გაგრძელებაზე უარის თქმის გამო 10 სამხედროს წინააღმდეგ საქმე აღიძრა