მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაურმა შეცდომა დაუშვა, მას დაავიწყდა, რომ რუსეთში სიტყვა „ომი“ აკრძალულია. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. 

რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თუმცა, მან მალევე შეასწორა სტატუსი. უცნაური შესწორება ტელეგრამის არხმა „კათარსისმა“ შეამჩნია. 

როგორც უკრაინული გამოცემა უწოდებს კადიროვს, „პუტინის ქვეითმა“ გამოქვეყნებულ სტატუსში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი კადიროველების სამედიცინო დახმარებაზე ისაუბრა.

მან დაწერა, რომ „არ არსებობს ომი მსხვერპლის გარეშე“. კადიროვი მალევე მიხვდა, რომ აკრძალული სიტყვა გამოიყენა, რადგან რუსეთში უკრაინაში შეჭრას არა ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ.

რედაქტირების შემდეგ ტექსტის ეს ნაწილი ასე გამოიყურება: „არ არსებობს ბრძოლა მსხვერპლის გარეშე“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს თითქმის ყველა კადიროველი, რომლებიც რუსეთის მხარდასაჭერად იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ უკრაინის 24-ის ეთერში უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა.

ამის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩენი სამხედროები, სახელწოდებით „კადიროველები“ სამშობლოში დაბრუნდნენ 13 მარტს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რუსეთმა უკრაინაში ზელენსკის ლიკვიდაციისთვის მორიგი ჯგუფი გაგზავნა - უკრაინის დაზვერვა

👉 „პუტინს ჰგონია, რომ აერთიანებს რუსეთს მოსკოვის ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში ერთიანდება ძველი რუსეთი კიევის გარშემო“ - კახა გოგოლაშვილი

👉 პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს - უკრაინელი გენერალი

👉 უკრაინელმა სამხედროებმა რუსი მედესანტეების რაზმი გაანადგურეს

👉 რა იყო რუსეთის სამხედრო შეცდომები?

👉 ერდოღანმა ჩამოთვალა მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც პუტინი უკრაინისგან მოითხოვს

👉 პუტინი: დასავლეთის სანქციები არამარტო პრობლემებს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც გვიქმნის

👉 რუსეთში ხარკოვზე თავდასხმის გაგრძელებაზე უარის თქმის გამო 10 სამხედროს წინააღმდეგ საქმე აღიძრა