მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა იყო რუსეთის სამხედრო შეცდომები?

რა იყო რუსეთის სამხედრო შეცდომები?

რუსეთს ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ეს მოსაზრება არ გამართლდა უკრაინაში  შეჭრისას. ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი დასავლეთში გაკვირვებული იყო რუსეთის მოქმედებით ბრძოლის ველზე, ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა კი მას სამწუხარო უწოდა.

როგორც ჩანს, მისი სამხედრო წინსვლა დიდწილად შეჩერებულია. ამ კვირაში, ნატოს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ  რუსებმა აშკარად ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს და, ალბათ,  ვერც მიაღწევენ.

რუსეთის პირველი შეცდომა იყო წინააღმდეგობის სიძლიერის და უკრაინის მცირე შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განსაზღვრა. რუსეთის ყოველწლიური თავდაცვის ბიუჯეტი 60 მილიარდ დოლარს აღემატება, უკრაინის 4 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტს.

ამავდროულად, რუსეთმა და ბევრმა სხვამ, როგორც ჩანს, გადაჭარბებულად შეაფასეს საკუთარი სამხედრო ძალა. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო თავისი სამხედროების მოდერნიზაციის ამბიციური პროგრამა.

ბრიტანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის ინვესტიციის დიდი ნაწილი დაიხარჯა მის უზარმაზარ ბირთვულ არსენალსა და ექსპერიმენტებზე, რომელიც მოიცავდა ახალი იარაღის შექმნას, როგორიცაა ჰიპერბგერითი რაკეტები.

რუსეთმა ამ ომში ძველი T-72 ტანკები და ჯავშანტექნიკა დაკარგა. 

შეჭრის დაწყებისას რუსეთს ჰქონდა აშკარა უპირატესობა ჰაერში. სამხედრო ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ დამპყრობელი ძალა სწრაფად მოიპოვებდა უპირატესობას ჰაერში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა კვლავ ეფექტურია, რაც ზღუდავს რუსეთის მანევრირების შესაძლებლობას.

მოსკოვმა შესაძლოა, ასევე, იფიქრა, რომ მისი სპეცრაზმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, რაც დაეხმარებოდა სწრაფ, გადამწყვეტ დარტყმას.

რუსეთს მოუწია თავისი მარაგის ტრანსპორტირება ძირითადად საავტომობილო გზით. ზოგიერთი მძიმე ჯავშანტექნიკა გზიდან გადავიდა, ან ტალახში გაიჭედა.

იმავდროულად, რუსეთის გრძელმა ჯავშანტექნიკამ ჩრდილოეთიდან, რომელიც სატელიტებმა დააფიქსირეს, ჯერ კიდევ ვერ შემოარტყა ალყა კიევს.

ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელა სამხრეთიდან, სადაც მან შეძლო სარკინიგზო ხაზების გამოყენება ძალების აღსადგენად. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის ძალებმა „დაკარგეს იმპულსი“.

დანაკარგები და დაბალი მორალი

რუსეთმა შეკრიბა დაახლოებით 190,000 ჯარისკაცი ამ შემოჭრისთვის და მათი უმეტესობა უკვე ჩართული იყო ბრძოლაში. მაგრამ მათ უკვე დაკარგეს ამ ძალის დაახლოებით 10%. არც რუსული და არც უკრაინული დანაკარგების მასშტაბის სანდო ციფრები არ არსებობს. უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა 14 000 რუსი ჯარისკაცი, თუმცა აშშ-ის შეფასებით, ეს ალბათ ამ რაოდენობის ნახევარია.

დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ, ასევე, არსებობს მტკიცებულება რუს მებრძოლებს შორის მორალის დაქვეითების შესახებ. რუსეთი უკვე ეძებს რეზერვებს დანაკარგების ასანაზღაურებლად.

დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ,  რომ სირიიდან უცხოური ჯარები მალე შეუერთდებიან ბრძოლას დაქირავებულებთან ერთად.

მარაგი და ლოგისტიკა

არსებობს ძველი სამხედრო გამონათქვამი, რომ მოყვარულები საუბრობენ ტაქტიკაზე, ხოლო პროფესიონალები სწავლობენ ლოგისტიკას. არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა ეს საკმარისად არ გაითვალისწინა. სამხედრო კოლონებს საწვავი, საკვები და საბრძოლო მასალა ამოეწურა. მანქანები გაფუჭდა.

რუსებმა უკვე გაისროლეს 850-დან 900-მდე შორ მანძილზე საბრძოლო მასალა, მათ შორის საკრუიზო რაკეტები.

დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაზარდოს სისასტიკე. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალა უკრაინის ქალაქების დაბომბვისათვის.

წარუმატებლობის მიუხედავად, დაზვერვის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი არ შეჩერდება. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო გზით დაამარცხოს უკრაინა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉ერდოღანმა ჩამოთვალა მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც პუტინი უკრაინისგან მოითხოვს

👉 ლიკვიდირებულია რუსი გენერალი - უკრაინის გენშტაბი

👉რუსებმა უკრაინაში შეჭრისას ბევრი სერიოზული შეცდომა დაუშვეს - ლოიდ ოსტინი

👉„ომი უნდა დასრულდეს, შეხვედრის დროა“ - ვოლოდიმერ ზელენსკი

👉რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასოდეს მოიხსნება - ლიზ ტრასი

👉უკრაინის შემდეგ ჩვენ ვდგავართ რიგში და ეს ვიცით - გია ხუხაშვილი

👉რა სურს პუტინს და დაასრულებს თუ არა რუსეთი ომს?

👉ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN