მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ბირთვული ესკალაციისთვის მზადაა და საცდელ აფეთქებას უკრაინის საზღვართან გეგმავს - The Times

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

„პრეზიდენტი პუტინი აპირებს, გამოავლინოს მზადყოფნა, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე“, - ინფორმაციას გამოცემა The Times ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნატომ ამის შესახებ, სავარაუდოდ, მისი წევრი ქვეყნები უკვე გააფრთხილა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.

გამოცემის თანახმად, მატარებელი, რომელიც შენიშნეს ცენტრალურ რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ის არის „პასუხისმგებელი ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე“.

როგორც The Times წერს, კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს ადგილს ბრძოლის ველზე.

„პუტინის ადრინდელი მინიშნებების შესახებ შიშები, რომ მან შესაძლოა, მიმართოს ასეთ ტაქტიკას, გუშინ გამძაფრდა იმის მტკიცებით, რომ საიდუმლო ბირთვული სამმართველოს მიერ მართული მატარებელი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

👉 „რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში ოთხი „ჰაიმარსის“ სისტემა იქნება გათვალისწინებული - Reuters

👉 პუტინი ცდილობს, ხარკოვის რეგიონში წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების გამოყენებით გადაიტანოს - ISW

👉 „საფრანგეთს სურს, ომის ფასი რუსეთისთვის გაუსაძლისი გახადოს“ - საფრანგეთის პრემიერი