G7-ის ქვეყნების ლიდერები, რომლებიც გერმანიაში შეიკრიბნენ, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურნენ და მას „საშინელი“ უწოდეს.
„ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინასთან ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლთა გლოვაში. განურჩეველი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არის ომის დანაშაული. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“, - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 ივნისს, რუსეთმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რომელსაც ამ დროისთვის 18 ადამიანი შეეწირა.
ასევე დაგაინტერესებთ: