მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„სპეცოპერაცია დასახულ მიზნებს აღწევს... უკრაინულ მხარეს შეუძლია, შეწყვიტოს ყველაფერი დღის ბოლომდე“ - დმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასახულ მიზნებს აღწევს.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი პრეზიდენტის განცხადებებით - სპეცოპერაცია მიდის გეგმის მიხედვით“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, სპეცოპერაციის დასრულების სავარაუდო თარიღი არ არსებობს. მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ზამთრის დაწყებამდე საომარი მოქმედებების შეწყვეტას ეხებოდა.

„უკრაინულ მხარეს შეუძლია, შეწყვიტოს ყველაფერი დღის ბოლომდე. საჭიროა ბრძანება, რომ სამხედროებმა დადონ იარაღი და შეასრულონ მოსკოვის პირობები. ყველაფერი შეიძლება დასრულდეს დღის ბოლომდე. დანარჩენი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ფიქრებია“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გამოკითხვა: გჯერათ დავით არახამიას განცხადებების?

👉 „პუტინი და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“ - G7-ის ერთობლივი განცხადება კრემენჩუკის დაბომბვაზე

👉 „შეგვეძლო თვალის დახუჭვა პუტინის ბარბაროსულ ომზე და გაზის ფასი ასე არ გაიზრდებოდა, მაგრამ ამერიკა ამ მომენტზე მაღლა დგას“ - ჯო ბაიდენი კრემენჩუგის დაბომბვაზე

👉 თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინას სამ უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს