მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„შეგვეძლო თვალის დახუჭვა პუტინის ბარბაროსულ ომზე და გაზის ფასი ასე არ გაიზრდებოდა, მაგრამ ამერიკა ამ მომენტზე მაღლა დგას“ - ჯო ბაიდენი კრემენჩუკის დაბომბვაზე

აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კრემენჩუკზე თავდასხმას სასტიკი უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს რუსეთის პასუხისმგებლობას.

„რუსეთის დარტყმა სავაჭრო ცენტრზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის სასტიკი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. როგორც G7-ის სამიტმა აჩვენა, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ასეთი სისასტიკისთვის და მხარს დაუჭერს უკრაინის დაცვას“, - წერს ბაიდენი.

გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ G7 გაახანგრძლივებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, ეს ეხება „პუტინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს“.

ბაიდენმა დასძინა: „ჩვენ შეგვეძლო თვალის დახუჭვა პუტინის ბარბაროსულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და გაზის ფასი ასე არ გაიზრდებოდა, როგორც ეს ახლა არის, მაგრამ ამერიკა ამ მომენტზე მაღლა დგას. ჩვენ ამაყად ვდგავართ უკრაინის გვერდით“.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 ივნისს, რუსეთმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რომელსაც ამ დროისთვის 18 ადამიანი შეეწირა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სპეცოპერაცია დასახულ მიზნებს აღწევს...უკრაინულ მხარეს შეუძლია, შეწყვიტოს ყველაფერი დღის ბოლომდე“ - დმიტრი პესკოვი