მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი „დენაციფიკაციაზე“ უარს ამბობს, რადგან ეს რუსებს არ ესმის - გამომძიებელი ჟურნალისტები

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი

კრემლმა მაქსიმალურად შეამცირა ტერმინ „დენაციფიკაციის“ გამოყენება, აგრესორმა ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების მიზეზად სწორედ დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია დაასახელა. ამის შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტები კრემლის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან

 „პროექტის“ ინფორმაციით, იმის გამო რომ ტერმინი და განცხადება ფარულად იყო მომზადებული, ექსპერტების არ ჰქონდათ შესაბამისი დრო მის გამოსაკვლევად. 

რუს პროპაგანდისტებს კი გაუთავებლად მოუწიათ ტერმინ „დენაციფიკაციის“ გამოყენება. 

„ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კრემლმა სთხოვა თავის სოციოლოგებს ჩაეტარებინათ დახურული სატელეფონო გამოკითხვები, მათ შორის, რუსების დამოკიდებულებაზე პროპაგანდის მთავარი თეზისების მიმართ.

ოთხმა თანამოსაუბრემ - მედიის უფროსმა მენეჯერმა, კრემლთან დაკავშირებულმა სოციოლოგმა და პოლიტტექნოლოგმა თქვა, რომ რესპონდენტებმა ვერ ახსნეს რას ნიშნავს „დენაციფიკაცია“. გარდა ამისა, ხალხს სიტყვის თქმაც კი უჭირდა და არ ესმოდა მისი მნიშვნელობა. 

სწორედ ამის შემდეგ კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული ტერმინი იშვიათად გამოეყენებინა, თუმცა რუსეთის ხელისუფლების ლექსიკონიდან მისი სრულად გაქრობა, შეუძლებელი გახდა“, - აცხადებენ გამომძიებელი ჟურნალისტები. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პუტინის პირადმა ოპერატორმა უკრაინასთან ომის დაწყების შესახებ მიმართვის გადაღების შემდეგ თანამდებობა დატოვა 

➖ სანქციების ფასი მძიმე იქნება - კრემლი რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტის შესაძლო დაწესებაზე

➖ პეკინში კორონავირუსის გავრცელების გამო მეტრო სადგურების 10% არ მუშაობს

➖  ზელენსკის სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება, ამიტომ აგრძელებს დასავლეთისგან იარაღის მათხოვრობას - მედვედევი