მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანქციების ფასი მძიმე იქნება - კრემლი რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტის შესაძლო დაწესებაზე

მოსკოვი, რუსეთი

„კრემლი თვალს ადევნებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მომზადების პროცესს“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

„ეს არის ჯერჯერობით გეგმა, იქ დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და მოვლენების განვითარების შემთხვევაში სხვადასხვა სცენარებს განვიხილავთ“, - აცხადებს პესკოვი. 

პესკოვის თქმით, ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ რუსეთისთვის ზიანის მიყენებას სანქციების დაწესებით, იძულებულნი არიან გადაიხადონ მათთვის მძიმე ფასი და ევროპელებისთვის ასეთი ზომების ღირებულება ყოველდღიურად გაიზრდება.

„ამ სანქციები ფასი დასავლელებისთვის ყოველდღიურად გაიზრდება“, - დასძინა პესკოვმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

პეკინში კორონავირუსის გავრცელების გამო მეტრო სადგურების 10% არ მუშაობს

➖  ზელენსკის სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება, ამიტომ აგრძელებს დასავლეთისგან იარაღის მათხოვრობას - მედვედევი

➖ პუტინი ვერ წაშლის უკრაინას მსოფლიო რუკიდან - ფონ დერ ლაიენი

➖ „სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს