მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკის სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება, ამიტომ აგრძელებს დასავლეთისგან იარაღის მათხოვრობას - მედვედევი

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მტკიცებით უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კრემლთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება და სწორედ ამიტომ ის დასავლეთისგან იარაღის „მათხოვრობას“ აგრძელებს. 

როგორც მედვედევი ამბობს, ზელენსკი აგრძელებს უკრაინელებზე ზრუნვის სიმულაციას. 

„ზელენსკის არ სჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება. ამიტომ გააგრძელებს დასავლეთისგან ფულისა და იარაღის მათხოვრობას. ის გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ის ლიბერალური სამყაროს იმედია, ევროპული დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონი და სურს დათვს მოერიოს. 

ის აგრძელებს უკრაინელებზე ზრუნვის სიმულაციას... რუს ჟურნალისტებს უგზავნიან მკვლელებს, რუსეთის „სამხედრო ოპერაციის“ შესახებ კრიმინალურ ფეიკებს ამზადებს მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყენებით. 

კამერების წინ გაუპარსავი წვერით და ჩაწითლებული თვალებით დგას, გმირს სიმულირებს. ზელენსკის თანამდებობაზე დარჩენის სხვა გზა არ აქვს“, - წერს მედვედევი ტელეგრამზე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

პუტინი ვერ წაშლის უკრაინას მსოფლიო რუკიდან - ფონ დერ ლაიენი

„სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს

ოკლაჰომას გუბერნატორმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის

აშშ-ში მშობლების მხოლოდ 18%-ს სურს 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაუყოვნებლივ ვაქცინაცია - Abcnews