მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი გაჭიანურებული ომისთვის პირობებს ქმნის - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

რუსეთის პრეზიდენტი

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაჭიანურებული ომისთვის პირობებს ქმნის. 

ანალიტიკოსების თქმით, პუტინმა თქვა, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური ოპერაცია უკრაინაში შეიძლება იყოს „ხანგრძლივი პროცესი“. 

ინსტიტუტის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარების საბჭოსთან შეხვედრისას პუტინმა საკუთარი თავი შეადარა რუსეთის მეფე პეტრე დიდს და აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა აკონტროლებს აზოვის ზღვას, რისთვისაც მეფე იბრძოდა.

„რუსეთის იმპერიული ისტორიის ეს მითითება ნათლად განსაზღვრავს პუტინის ამჟამინდელ მიზნებს უკრაინაში, როგორც ღიად იმპერიალისტურ ზრახვებს. პუტინი აყალიბებს რუსეთის შიდა აუდიტორიას უკრაინაში გაჭიანურებული, დამქანცველი ომისთვის, რომლის მიზანია უკრაინის ახალი ტერიტორიების დაპყრობა“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსული საინფორმაციო სივრცე დადებითად რეაგირებდა პუტინის იმპერიალისტურ განცხადებებზე, რაც დამატებით პირობებს ქმნის ომის გახანგრძლივებისთვის.