მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის განადგურებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გარდა „რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა“. 

მისივე თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინა თავის ტერიტორიაზე „რუსულენოვან მოსახლეობას ანადგურებდა“. 

„რუსეთი 2014 წლიდან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის რუსულენოვანი მოსახლეობის განადგურებას, უპასუხოდ ვერ დატოვებდა. დიდი ხანი მოვითმინეთ, დიდხანს ვცდილობდით შეთანხმებას. როგორც ახლა ირკვევა, უბრალოდ ცხვირწინ გვატყუებდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ეს ხდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. შემდეგ უკვე აშკარა გახდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მტერი ემზადებოდა, რომ მთელი ეს კონფლიქტი მწვავე და ცხელ ფაზაში გადაეტანა. გარდა იმისა, რასაც ახლა ვაკეთებთ, სხვა გზა არ გვქონდა“, - განაცხადა პუტინმა.
 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას სოლედარის მახლობლად და ემზადებიან გადამწყვეტი შეტევისთვის ლუგანსკის ოლქში - საბრძოლო რუკა

✔️ „საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი

✔️ პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დღეს გამოაცხადოს - ISW

✔️ „დიდი ალბათობით, უკრაინის ჯარებმა სოლედარი დატოვეს“ - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთი უკრაინის რუსოფობიურ დიქტატურად გადაქცევას არ შეეგუება - ვასილი ნებენზია