მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დღეს გამოაცხადოს - ISW

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა უკვე დღეს, 18 იანვარს გამოაცხადოს, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, პუტინმა, შესაძლოა, ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინასაც. 

„პუტინმა შესაძლოა, გამოაცხადოს მობილიზაციის მეორე ტალღა თავისი არმიის გაფართოების მიზნით უახლოეს დღეებში - შესაძლოა უკვე 18 იანვარს. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 17 იანვარს განაცხადა, რომ პუტინი 18 იანვარს პეტერბურგში სიტყვით გამოვა. პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღების გამოყენება რუსი ხალხისადმი მიმართვისთვის და ზოგიერთმა რუსმა ომის მომხრე ბლოგერმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ან გამოაცხადოს მობილიზაცია ან ომი უკრაინასთან“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ადრე უკრაინული და დასავლური სპეცსამსახურები მოსახლეობას აფრთხილებდნენ პუტინის მზადების შესახებ, რომ ის გეგმავდა ახალ მობილიზაციას. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ კრემენაიასა და სვატოვოს მახლობლად - გაიდაი

✔️ უკრაინას კონტრშეტევის წამოსაწყებად დასავლეთისგან სულ მცირე 100 ტანკი სჭირდება - The Guardian

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას კრემენაიას მიდამოში, ხოლო რუსული არმია აგროვებს რეზერვებს სამხრეთში - საბრძოლო რუკა

✔️ ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა - უკრაინის დაზვერვა

✔️კრემლმა პრიგოჟინი მტერთან გააიგივა, კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრიგოჟინს შორის მწიფდება - ISW