მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს გადაწყვეტილებას, თავი აარიდოს ანტირუსული სანქციების შეერთებას, იგი პატივს სცემს. 

მისივე თქმით, საქართველოს დასავლეთის ზეწოლის ქვეშაა, თუმცა იგი საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და სანქციებს არ უერთდება. 

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს რომ იგი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. საქართველო ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკის ინტერესებით, ეს კი პატივისცემას მოითხოვს“, - განაცხადა ლავროვმა. 

განცხადებები, რომლებიც ლავროვმა 18 იანვარს გააკეთა:

⭕ ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

⭕ „ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება“ - ლავროვი

⭕ ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები ააწყონ - ლავროვი

⭕ ლავროვის განცხადებით, ზელენსკი კონფლიქტის მოსაგვარებლად აბსურდულ სამშვიდობო ინიციატივებს აყენებს

⭕ რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დასრულდება და მოსკოვი თავის სიმართლეს დაიცავს - ლავროვი