მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის ახალი გეგმა - როგორ შეუტევს რუსეთი უკრაინაში ახალ ფრონტის ხაზებს?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ უკრაინის ჩრდილოეთის დატოვების შემდეგ კონფლიქტმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საუკეთესო ქვედანაყოფები აღმოსავლეთში არიან გამაგრებულნი.

ჯერჯერობით, უკრაინული ჯარები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის წინსვლას, თუმცა საინტერესოა, თუ რა იქნება პუტინის ახალი გეგმა და როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთში.

სად გაიმართება მთავარი ბრძოლები?

რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი ძალები ახლა დონბასის „სრული გათავისუფლებაზე“ არიან ფოკუსირებული.

აღმოსავლეთ უკრაინის რელიეფი რუსებს თავდასხმის დროს დიდ გამოწვევას შეუქმნის. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ღია ფრონტის შესაძლოა, უკრაინელი დამცველებისთვის უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ტყიანი რელიეფი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, სლოვიანსკისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, ომის შემდეგი გადამწყვეტი ბრძოლა იქნება. თუ რუსეთის ჯარები, რომლებიც იზიუმიდან დაიძრნენ, ქალაქის აღებას შეძლებენ, მათ შეეძლებათ, რომ წინსვლა აღმოსავლეთით რუბიჟნესკენ გააგრძელონ, რათა ალყა შემოარტყან უკრაინული ძალების შედარებით მცირე ჯგუფს, ან გაემართონ უფრო სამხრეთით, რათა ალყა უფრო დიდ უკრაინულ კონტინგენტს შემოარტყან.

გარდა ამისა, თუ მარიუპოლი დაეცემა, რუსებს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა სხვა ფრონტებზე საბრძოლველად გამოუთავისუფლდებათ. 

როგორ ემზადებიან უკრაინელები?

პენსიაზე გასული ბრიგადირის ბენ ბარი განცხადებით, უკრაინული ძალები ქვეყნის დასაცავად წლების განმავლობაში ემზადებოდნენ და რუსებს მათი აღმოსავლეთიდან განდევნა შესაძლოა, ძალიან გაუჭირდეთ. 

„უკრაინელებს აქვთ გამაგრებული საკვანძო ქალაქები და სოფლები, რომელთა დაცვაც სურთ. გარდა ამისა აღმოსავლეთით უამრავი სანგარია გათხრილი, რაც რუსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს”, - აცხადებს ბენ ბარი.

აღმოსავლეთში მყოფი ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი ძალიან გამოცდილია - ისინი რუს სეპარატისტებს 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ აკავებენ. მათი რიცხვი ასევე შეიძლება გაიზარდოს, თუ უკრაინის სამხედრო მეთაურები ჩრდილოეთიდან სამხედროების ნაწილს აღმოსავლეთით გააგზავნიან. 

როგორ დაესხმება რუსეთი თავს აღმოსავლეთის ფრონტებს?

ბრიგადირი ბარი ამბობს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გამოიყენებს არტილერიას, რათა ძლიერი უკრაინული თავდაცვა გაანადგუროს. 

უკრაინულ ჯარებზე ქვეითებით თავდასხმა რუსეთისთვის ძალიან სარისკოა, რადგან ამ შემთხვევაში მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება. 

პუტინი, სავარაუდოდ, მთავარ აქცენტს, არტილერიაზე, მძიმე შეიარაღებაზე, სარაკეტო იერიშებსა და ავიაციით შეტევებზე გააკეთებს. 

რამ შეიძლება, რომ რუსეთი შეაჩეროს?

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაურკვეველია, გადაჭრეს თუ არა რუსულმა ძალებმა ის სერიოზულ ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც მათ სამხედრო კამპანიის პირველ კვირებში შეექმნათ. 

რუსული ჯარები არასაკმარისი საწვავით, საკვებით, წყლითა და ძირითადი აღჭურვილობის გარეშე იბრძოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ომში სამჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა, ვიდრე უკრაინამ.

როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს აღმოსავლეთში ომზე, გაურკვეველია, მაგრამ დაკარგული აღჭურვილობის ხელახლა შევსებამ შესაძლოა, სერიოზული გამოწვევები წარმოქმნას.

Oryx-ის, დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკური ვებსაიტის, მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა 400-ზე მეტი ტანკი, 20 თვითმფრინავი და 32 ვერტმფრენი, ასევე ასობით ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.

ამ ფონზე უკრაინის მცირე დანაკარგები შესაძლოა, უკრაინის სამხედრო ტექნიკის მცირე რაოდენობას ასახავდეს, მაგრამ ასევე შეიძლება, მათ ტაქტიკურ წარმატებაზე მიუთითებდეს. 

გარდა ამისა უკრაინელები რუსული აღჭურვილობის მნიშვნელოვან რაოდენობას დაეუფლნენ, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად სასარგებლო იქნება იგი მათთვის.

ფაქტია, რომ ომი ახალ ფაზაში გადადის, რომელიც უკრაინელებისთვის გადამწყვეტი იქნება. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉დონეცკის რეგიონში ჩეჩენი დამპყრობლები გაანადგურეს (ფოტოები)

👉 ემანუელ მაკრონი 27.6%, მარინ ლე პენი 23.4% - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

👉რუსებმა ერთ დღეში 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის ერთი ბავშვი - ოლეგ სინეგუბოვი

👉უკრაინის საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

👉 ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს

👉 მტერი ოდესის სანაპიროს ბლოკავს - სერგეი ბრაჩუკი

👉 „სრული იდიოტიზმი“ - არესტოვიჩი დამპყრობლების კიევში დაბრუნების ალბათობაზე

👉თუ პუტინის არმია დონბასის ტერიტორიას სრულად დაიკავებს, უკრაინა მისთვის ბოლომდე იბრძოლებს

👉 დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ჯარში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები აიყვანეს - ბრიტანეთის დაზვერვა