მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს

ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს

რუსეთი, შესაძლოა ოდესისა და დნეპრის აღებისთვის და შესაძლო დარტყმისთვის ემზადებოდეს, - ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარმა კაპიტანმა ჰარი ტაბახმა განაცხადა. 

„რუსეთი მოქმედებს არაპროგნოზირებად, ალოგიკურად და შეუძლებელია მათი ქმედებების ახსნა. მკვლელობა მკვლელობისთვის. საკუთარიც და სხვისიც. ეს ქმედებები გაუგებარია. ყველაფრის მოლოდინი შეიძლება და უნდა მოემზადოთ ყველაფრისთვის“, - აცხადებს ტაბახი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ახლა ბევრად უფრო კომპეტენტურად მოქმედებს, ვიდრე ეს იყო შეჭრისთვის მზადების დროს.

„ახლა ჩემთვის გასაგებია რას ამბობენ ჩემი თანამებრძოლები, უკრაინელი და ამერიკელი სამხედროები, რუსეთი აჩვენებს, რომ მას სურს უკრაინის დაყოფა დნეპრსა და ოდესაზე ძლიერი დარტყმით. რუსებს ცოტა დრო აქვთ, რომ გადაჯგუფდნენ და შეაგროვონ რაიმე სახის ჯარი, ასევე, ცოტა დრო აქვთ - უკრაინელებს. ახლა ყოველი საათი, ყოველი წუთი, წამი მნიშვნელოვანია“, - ხაზგასმით აღნიშნა ოფიცერმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 დამპყრობლები ცდილობენ, გაარღვიონ იზიუმის ტერიტორია და მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ - უკრაინის გენშტაბი

🔴 დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ჯარში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები აიყვანეს - ბრიტანეთის დაზვერვა

🔴 მტერი ოდესის სანაპიროს ბლოკავს - სერგეი ბრაჩუკი

🔴 „სრული იდიოტიზმი“ - არესტოვიჩი დამპყრობლების კიევში დაბრუნების ალბათობაზე

🔴 ოკუპანტებმა ხარკოვი ახალი ტიპის ბომბებით დაბომბეს - ჭურვებს პარაშუტით ყრიან