მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის განკარგულების საიდუმლო პუნქტი 1 მილიონი რუსის მობილიზების საშუალებას იძლევა - მედია

სამხედროები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების საიდუმლო მეშვიდე პუნქტი ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ საშუალებას აძლევს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის ომისთვის გამოიძახოს 1 მილიონი ადამიანი. ამის შესახებ Novaya Gazeta Europe წერს.

გამოცემის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ თავდაპირველად განიხილებოდა განკარგულების სრული ტექსტის სათაურით „ოფიციალური გამოყენებისთვის“ შესვლის საკითხი. მოგვიანებით გადაწყდა, გასაიდუმლოებულიყო მხოლოდ მეშვიდე პუნქტი, რომელშიც საუბარია მობილიზებულთა რაოდენობაზე.

„ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე შესწორდა და საბოლოოდ მილიონზე დავიდნენ“, - ამბობს წყარო.

ცნობისთვის, საქმე ეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას. მან ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინის ომისთვის გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 რუსეთში მობილიზება უკიდურესად არაპოპულარული იქნება, პუტინი პოლიტიკურ რისკზე წავიდა - ბრიტანული დაზვერვა

👉 სხვადასხვა პენსიაზე გასულ იდიოტს გენერლების ზოლებით არ სჭირდებათ ჩვენი შეშინება ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით - დიმიტრი მედვედევი

👉 „აგრესიული არ იყო, დროდადრო, რაღაც, ტვინშიც ვერ იყო, მე მგონი“ - მძევალი ვანო ხეცურიანი გრიგოლ ნარსიაზე

👉 მაქსიმ გალკინისა და „მაშინა ვრემენის“ კონცერტები ფილარმონიაში ჩატარდება