მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესზე გიგა ბოკერიას გავლენა უნდა გაიზარდოს, რადგან ის არის ერთადერთი, ვისაც საკმარისი პატიოსნება და გონიერება აქვს, რომ პროცესს უხელმძღვანელოს.

„სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით.
გიგა ბოკერიასი იმიტომ, რომ ჯერ სხვა არავინაა, ვისაც საკმარისი პატიოსნება გააჩნია, პროცესს უხელმძღვანელოს.
ალბათ, ყველა ფიქრობთ, რომ მისი გონიერებაა მნიშვნელოვანი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პატიოსნებაა, მერე მოდის გონიერება, და მაგაშიც პირველია არსებულ სპექტრში.
ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ და საერთოდ არ მგონია, რომ გიგა ჩემზე ჭკვიანია, ან ჩემზე უნარიანი ბევრ საკითხში.

მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ამ ჭუჭყიანი გორგალიდან ძაფის გამოძრობა და სწორი მიმართულებით წაღება, მხოლოდ მას შეუძლია - არსებულ სპექტრში.

მას აქვს ამის გამოცდილება და ნებისყოფა. რაზედაც გინდათ, დავიგინები - თუ არადა აგერ უყურეთ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 რუსეთში მობილიზება უკიდურესად არაპოპულარული იქნება, პუტინი პოლიტიკურ რისკზე წავიდა - ბრიტანული დაზვერვა

👉 სხვადასხვა პენსიაზე გასულ იდიოტს გენერლების ზოლებით არ სჭირდებათ ჩვენი შეშინება ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით - დიმიტრი მედვედევი

👉 „აგრესიული არ იყო, დროდადრო, რაღაც, ტვინშიც ვერ იყო, მე მგონი“ - მძევალი ვანო ხეცურიანი გრიგოლ ნარსიაზე

👉 მაქსიმ გალკინისა და „მაშინა ვრემენის“ კონცერტები ფილარმონიაში ჩატარდება

👉 „სიმართლე აღმოჩნდა, რომ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ირაკლი ზარქუა მელიას განცხადებაზე