მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინული სამხედრო ნავი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე ზუსტი დარტყმით გაგზავნეს“ - მარია ზახაროვა ოდესის პორტის დაბომბვაზე

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რუსული სარაკეტო დარტყმა ოდესაზე აღმოჩნდა დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე. ვინმეს მსოფლიოში თუ კიდევ შეეძლო ეთქვა, რომ რუსეთთან რაღაც დიალოგია საჭირო, რაღაც შეთანხმება, ხედავთ, რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა „კალიბრმა“ გაანადგურა ასეთი განცხადებების შესაძლებლობა“.

ზახაროვას თქმით, „კალიბრის რაკეტებმა ზუსტი დარტყმით გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და არა რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ „განცხადებების შესაძლებლობა“, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა“.

გარდა ამისა, სპიკერმა აღნიშნა, რომ დარტყმის სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო და არა მარცვლეული.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას „უხეში რუსული ბარბაროსობა“ უწოდა. „კალიბრის“ რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა, უკრაინული სამხედრო ნავი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე ზუსტი დარტყმით გაგზავნეს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა ბაჰამის კუნძულები „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში შეიყვანა

👉 ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს - Reuters

👉 „საშინელებაა, რომ გაეროს გენერალური მდივანი „უპირობოდ“ არ გმობს ფაქტს, რომ კიევის რეჟიმი დონბასში ბავშვებს კლავს“ - მარია ზახაროვა

👉 „კრემლის ომი უკიდურესად დიდ გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე, ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს მთელ მსოფლიოში“ - შარლ მიშელი

👉 უკრაინელები შესაძლოა, ხერსონის რეგიონში კონტრშეტევისთვის ემზადებიან, ან უკვე დაიწყეს - ISW