მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეფერენდუმის საკითხი რუსეთთან ერთად გადაწყდება - „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტი

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტი

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი tass-თან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების დამყარებასა და ე.წ. რეფერენდუმზე საუბრობს. გაგლოევი ხაზგასმით ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან რეფერენდუმი არ არის ცალმხრივი პროცესი. 

გაგლოევის თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის ყველა „პრეზიდენტს“ ყოველთვის ესმოდა და ამბობდა, რომ მთავარი ვექტორი რუსეთის ფედერაციასთან მაქსიმალური ინტეგრაციაა.

„გვესმის, რომ ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. ჩვენი მხრივ, მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. სამხრეთ ოსეთმა უკვე ჩაატარა რამდენიმე რეფერენდუმი, ხალხმა გამოთქვა აზრი, მაგრამ თუ კიდევ ერთი რეფერენდუმი გახდება საჭირო, ჩვენ მას აუცილებლად ჩავატარებთ. 

ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაცია გეოპოლიტიკურ საკითხებს ახორციელებს, ატარებს „სპეცოპერაციას“ უკრაინაში ნეონაცისტების განადგურების მიზნით. როგორც კი იქნება სიგნალი და დადგება დრო, რეფერენდუმს აუცილებლად ჩავატარებთ“, - აღნიშნა გაგლოევმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, როგორც რუსეთის ნაწილი, ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა - ალან გაგლოევი