მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუბეჟნოეს შუაგულში პოზიციური ბრძოლა დაიწყო, შესაძლოა თავდასხმა სევეროდონეცკზეც - სერგეი გაიდაი

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეს შუაგულში პოზიციური ბრძოლა დაიწყო. იმავდროულად, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ შეტევა განახორციელონ სევეროდონეცკზე ოკუპირებული შჩასტიის მხრიდან. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რუბეჟნოეში პოზიციური ბრძოლა დაიწყო ქალაქის შუაგულში. დამპყრობლებმა მთელი ღამის განმავლობაში დაბომბეს თავისუფალი ლუგანსკის რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ პოპასნასა და რუბიჟნოესთან გარღვევის მცდელობებს, მაგრამ უშედეგოდ, მტერი ზარალს განიცდის. ყველა შეტევა მოგერიებულია.

„სევეროდონეცკზე შესაძლო თავდასხმა შეიძლება მოხდეს ოკუპირებული შჩასტიიდან. რუსების დაჯგუფება ლუგანსკის რეგიონში - დაახლოებით 60 ათასი მკვლელი. უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან საპასუხოდ“, - შეაჯამა გაიდაიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

🔴 დამპყრობლები ცდილობენ, გაარღვიონ იზიუმის ტერიტორია და მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ - უკრაინის გენშტაბი

🔴 დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ჯარში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები აიყვანეს - ბრიტანეთის დაზვერვა

🔴 ალექსანდროვკას აღების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა ასამდე სამხედრო და უამრავი აღჭურვილობა - უკრაინის გენშტაბი