მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუს გენერლებს უკრაინაში წარუმატებლობის გამო „წმენდის“ ეშინიათ და ერთმანეთს ადანაშაულებენ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბენ უოლესი

რუს გენერლებსა და სამხედრო ლიდერებს ეშინიათ სამსახურებრივი წმენდის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწყო უკრაინაში ომის წარუმატებლობისთვის, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.

„რუსეთის უმაღლესი სამხედრო ოფიცრები პუტინის წარუმატებელი შეჭრის „განტევების ვაცები“ გახდნენ და ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ წარუმატებლობაში“, - აღნიშნა უოლესმა.

უოლესმა აღნიშნა, რომ რუსი გენერლები იძულებულნი იყვნენ მიახლოებოდნენ საბრძოლო ზონებს სიტუაციის გასაგებად და ჯარისკაცების მოტივაციისთვის. 

ბრიტანელი მინისტრის თქმით,  პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, კრემლის ხელმძღვანელს ეკისრება.

„სისულელე იქნებოდა გერასიმოვის და სხვა გენერლების დადანაშაულება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც  თავად პუტინმა მიიღო“, - დასძინა უოლესმა.

მისი თქმით, პუტინის გარემოცვაში არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ უარი თქვას უკრაინის ხელში ჩაგდების გეგმებზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️დამპყრობლები სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ

✔️პოლონეთი საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - დმიტრი პესკოვი

✔️ლავროვი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

✔️უკრაინელებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს - უკრაინული მედია

✔️აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება