მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსები თითქმის ერთი თვეა, ლუგანსკის ოლქის მცირე ნაწილის აღებას ვერ ახერხებენ“ - გაიდაი

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები ლუგანსკში უკრაინის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის დაკავებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

მისივე თქმით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინელთა პოზიციები თერთმეტჯერ დაბომბეს. 

„ოკუპანტები დარწმუნებულნი იყვნენ სწრაფ გამარჯვებაში, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებენ ლუგანსკის ოლქის მცირე ნაწილის დაძლევას, რომელიც ჩვენს მიერ კონტროლირებულია. დღეისათვის მტრის ჯგუფის რიცხობრივი შემადგენლობა და მოქმედებების ხასიათი მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე რჩება.

გასულ ღამეს დამპყრობლებმა ჩვენი პოზიციები თერთმეტჯერ დაბომბეს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში განეიტრალდა მოწინააღმდეგის კიდევ ორი ​​სადაზვერვო ჯგუფი“, - განაცხადა გაიდაიმ. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 თალიბანის ძალებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა - არის მსხვერპლი

🔴 დაძაბულობის ფონზე, კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებული წესების მიღება გადადო