მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაძაბულობის ფონზე, კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებული წესების მიღება გადადო

კოსოვო

შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან კონსულტაციების შემდეგ, კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ წესების მიღება 1-ელ სექტემბრამდე გადადო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

კოსოვოს ჩრდილოეთით მდებარე სერბულ რაიონებში მცხოვრები დაახლოებით 50 000 ადამიანი სერბეთის ხელისუფლების მიერ გაცემულ სანომრე ნიშნებს იყენებს და უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტების აღიარებაზე.

კოსოვოს მთავრობის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებამ, რომელიც ეთნიკურ სერბებს კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებდა, შეტაკებები გამოიწვია. 

ასობით ეთნიკურმა სერბმა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე გზა გადაკეტა და სატვირთო მანქანები, ტანკერები და სხვა ავტომობილები გააჩერა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია შეიარაღებული პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, თუმცა კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ მათ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

სანომრე ნიშნების წესების შეცვლის წინადადებასთან დაკავშირებით მსგავსი პროტესტი გასულ წელსაც გაიმართა. 

ცნობისთვის, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში ცალმხრივად გამოაცხადა. 
ის აღიარა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ძირითადმა ქვეყნებმა, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, ამ პირობის შესრულებაზე უარს ამბობს, ისევე, როგორც კოსოვოში მყოფი ეთნიკური სერბების უმეტესობა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 თალიბანის ძალებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა - არის მსხვერპლი

🔴 „დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებენ“ - სერბეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

🔴 სერბეთი კოსოვოში თუ შეიჭრება, ჩვენ კოსოვოელები უნდა დავიცვათ - ალექსეი გონჩარენკო

🔴 ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვო სერბეთზე თავდასხმას გეგმავს