მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებს ბახმუტის ალყაში მოქცევა სურთ - ბრიტანული დაზვერვა

რუსი სამხედრო

რუსებს ბახმუტის ალყაში მოქცევა სურთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბახმუტისთვის ოთხთვიანი სასტიკი ბრძოლების მიზეზი პოლიტიკური ამოცანაა.

„რუსული ძალები აგრძელებენ თავიანთი საცეცხლე საშუალების დიდი ნაწილის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ფრონტის ხაზის დაახლოებით 15 კილომეტრის სიგრძის სექტორზე განთავსებას“, - აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში რუსეთმა, სავარაუდოდ, მცირე წინსვლას მიაღწია სამხრეთ ღერძზე და, სავარაუდოდ, გეგმავს ქალაქის ალყაში მოქცევას.

„2022 წლის აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთისთვის ბახმუტი პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქის აღება პოტენციურად საშუალებას მისცემს რუსეთს, საფრთხე შეუქმნას კრამატორსკის და სლოვიანსკის უფრო დიდ ურბანულ ტერიტორიებს“, - აღნიშნავენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათი თქმით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, ბახმუტის ხელში ჩაგდება რუსეთისთვის უპირველეს ყოვლისა სიმბოლურ, პოლიტიკურ მიზნად იქცა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ - გაიდაი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ კრემენაიას სამხრეთით და გააძლიერეს კონტრშეტევა ფრონტის მთელ ხაზზე - ISW

👉 უკრაინელებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს - სერგეი გაიდაი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში, ბახმუტის ბრძოლა და ოკუპანტების გაყვანა ზაპოროჟიედან - საბრძოლო რუკები

👉 ბოლო დღეებში უკრაინელმა დიპლომატებმა 12 ქვეყანაში რუსეთისგან 18-ჯერ მიიღეს მუქარა - დმიტრო კულება