მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ კრემენაიას სამხრეთით და გააძლიერეს კონტრშეტევა ფრონტის მთელ ხაზზე - ISW

უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარღვევა მოახდინეს კრემენაიას სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება

ცნობილი რუსი ბლოგერის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოდნავ დაწინაურდნენ კრემენაიას სამხრეთით და მიაღწიეს ჩერვოპოპივკას გარეუბანს. გარდა ამისა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გააძლიერეს კონტრშეტევა ფრონტის მთელ ხაზზე და სვატოვე - კრემენაიას გზატკეცილის მიდამოებში.

ომის შესწავლის ინსტიტუტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტებმა განაგრძეს მინიმალური წინსვლა ბახმუტის ოლქში და განახორციელეს შეტევითი მოქმედებები ავდიივკა-დონეცკის რაიონში. სვატოვოს დასავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები და  დამპყრობლები აგრძელებდნენ ადგილობრივ ბრძოლებს.

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის წარმატების მიუხედავად, რუსული ძალები კვლავ საფრთხეს უქმნის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინელებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს - სერგეი გაიდაი

👉 რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში, ბახმუტის ბრძოლა და ოკუპანტების გაყვანა ზაპოროჟიედან - საბრძოლო რუკები

👉 ბოლო დღეებში უკრაინელმა დიპლომატებმა 12 ქვეყანაში რუსეთისგან 18-ჯერ მიიღეს მუქარა - დმიტრო კულება

👉 რუსეთი არ არის მზად უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს, კრემლი ჯო ბაიდენის მოლაპარაკების პირობებს არ დათანხმდება - პესკოვი