მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ბელგოროდის რეგიონში აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ჯარს აგროვებს - სატელიტური სურათები

სამხედროები

ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსეთი ბელგოროდის რეგიონში ჯარებს აგროვებს აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე განაცხადა.

„სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ რუსული ძალები აგრძელებენ მოძრაობას აღმოსავლეთ უკრაინაში. სამხედრო განლაგება დაფიქსირდა 14k-34 ავტომაგისტრალისა და დერეფნის გასწვრივ“, - ვკითხულობთ ტვიტში.

აღსანიშნავია, რომ სურათები 11 აპრილს არის გადაღებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „თუ ომი წლები გაგრძელდება“ - პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად იარაღის მწარმოებლებს უმასპინძლებს

👉 ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა

👉 აგრესორებმა მარიუპოლსა და ხარკოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს - უკრაინის გენშტაბი