მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აგრესორებმა მარიუპოლსა და ხარკოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს - უკრაინის გენშტაბი

ომი უკრაინაში

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის და მარიუპოლის საჰაერო დაბომბვას, სარაკეტო დარტყმები განახორციელეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი არ წყვეტს ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმებს. არაერთი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხარკოვში, მარიუპოლში, ზაპოროჟიეს რეგიონებში. აგრესორები აქტიურად ახორციელებენ საჰაერო თავდასხმას“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

ამასთან, უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ აგრესორი აქტიურად ცდილობს შეტევა განახორციელოს ქარხანა „აზოვსტალზე“. 

„მტერი ცდილობს აიღოს კონტროლი ცალკეულ დასახლებებზე, მაგრამ უშედეგოდ. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე უკრაინის დამცველებმა ბოლო დღის განმავლობაში მოიგერიეს მტრის ექვსი შეტევა, გაანადგურეს მტრის ორი მანქანა და სამი საარტილერიო სისტემა“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის ინფორმაციაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 CIA-ს ყოფილმა დირექტორმა თქვა თუ რა იქნება რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის შემდეგი ეტაპი

👉 პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები ზელენსკისთან შესახვედრად კიევში გაემგზავრნენ

👉 საფრანგეთმა 23 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივები გაყინა

👉 რუსეთი უკრაინაში ჯარების ნაკადის გასაზრდელად ემზადება - უკრაინის გენერალური შტაბი

👉 კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს - უკრაინული მხარე

👉უკრაინაში პუტინის ნათლია და დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

👉🎥 ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტანკების კოლონა გაანადგურეს

👉რუსეთის ფედერაციის აგენტი, რომელიც მუშაობდა უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში, ღალატის ბრალდებით დააკავეს

👉ხარკოვში დაგვიანებული მოქმედების ბომბები აღმოაჩინეს