მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ერაყიდან უკრაინაში ომისთვის კონტრაბანდულ იარაღს იღებს - The Guardian

რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერის გამო სამხედრო დაპირისპირებით დაემუქრა

რუსეთი ერაყიდან უკრაინაში სამხედრო ოპერაციებისთვის ირანული იარაღის კონტრაბანდის ქსელების დახმარებით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას იღებს. ამის შესახებ The Guardian ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყელი მებრძოლებისა და რეგიონული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, მარტში მოსკოვის უკრაინაში წარუმატებელი კამპანიის შემდეგ ერაყიდან რუსეთში RPG (სარაკეტო ყუმბარა) და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე, ბრაზილიური დიზაინის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გაიგზავნა.

ირანული წარმოების Bavar 373 სარაკეტო სისტემა რუსული S-300-ის მსგავსია, რომელიც, ასევე, მოსკოვს თეირანის ხელისუფლებამ გადასცა.

გამოცემა წერს, რომ ეს ფაქტი რუსეთის სტრატეგიის დრამატულ ცვლილებას მიანიშნებს, რადგან მოსკოვი, უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ახალი სანქციების შემდეგ, იძულებულია, დაეყრდნოს ირანს, მის სამხედრო მოკავშირეს სირიაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პუტინი ავსტრიის კანცლერს: უკეთესი იქნებოდა, ომი ადრე დამთავრებულიყო

👉 რუსები იბრძვიან სამოქალაქო ტანსაცმელში, ზრდიან დანაყოფებს, აძლიერებენ საჰაერო თავდაცვას - უკრაინის გენშტაბი

👉 მარიუპოლში 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მარიუპოლის მერი

👉 რუსეთმა დონეცკის გარშემო პოზიციები გააძლიერა - პენტაგონი

👉 რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა - აზოვი