მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ავსტრიის კანცლერს: უკეთესი იქნებოდა, ომი ადრე დამთავრებულიყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს კარლ ნეჰამერს უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა „ომი უფრო ადრე დამთავრებულიყო“ – მაგრამ გაუგებარია, რას გულისხმობდა პუტინი ამ სიტყვებში. ამის შესახებ New York Times წერს.

ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ამ სიტყვების შინაარსი გაურკვეველია, რადგან ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ პუტინი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ან რომ ის შესაძლოა, დონბასზე სწრაფ და სასტიკ თავდასხმას გეგმავდეს. კანცლერმა აღნიშნა, რომ „არავითარი ილუზიები არ შეიძლება გვქონდეს: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად მიიღო ომის ლოგიკა და შესაბამისად მოქმედებს... ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, მას მუდმივად დავუპირისპიროთ ომის ფაქტები“.

ნეჰამერმა თქვა, რომ პუტინმა უარყო უკრაინის მიერ სამხედრო დანაშაულების შესახებ ბრალდებები. ავსტრიის კანცლერმა პუტინის უკრაინაში განხორციელებული სისასტიკე უარყოფითად შეაფასა.

ნეჰამერმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშკარაა, რუსული ძალები მობილიზდებიან დონბასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რუსეთი ერაყიდან უკრაინაში ომისთვის კონტრაბანდულ იარაღს იღებს - The Guardian

👉 რუსები იბრძვიან სამოქალაქო ტანსაცმელში, ზრდიან დანაყოფებს, აძლიერებენ საჰაერო თავდაცვას - უკრაინის გენშტაბი

👉 მარიუპოლში 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მარიუპოლის მერი

👉 რუსეთმა დონეცკის გარშემო პოზიციები გააძლიერა - პენტაგონი